ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობას ვუხდით ბელგიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ამ მხრივ შეტანილი წვლილისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობას ვუხდით ბელგიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ამ მხრივ შეტანილი წვლილისთვის

მქონდა სასიამოვნო შეხვედრა ალექსანდერ დე კროსთან. ბელგია არის საქართველოს ერთგული მეგობარი და სანდო პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის მნიშვნელობას.

„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის, ასევე, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდით ბელგიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ამ მხრივ შეტანილი წვლილისთვის“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს შეხვდა.