ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა ვახტანგ გომელაურს და ყველა პოლიციელს ღირსეული სამსახურისთვის, ბოლო 11 წელიწადში არაერთი რეფორმა განვახორციელეთ, სახეზე გვაქვს ჩვენი საამაყო პოლიცია
ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა ვახტანგ გომელაურს და ყველა პოლიციელს ღირსეული სამსახურისთვის, ბოლო 11 წელიწადში არაერთი რეფორმა განვახორციელეთ, სახეზე გვაქვს ჩვენი საამაყო პოლიცია

მინდა, მადლობა ვუთხრა ვახტანგ გომელაურს და ყველა პოლიციელს ღირსეული სამსახურისთვის, ბოლო 11 წელიწადში არაერთი ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, სახეზე გვაქვს ჩვენი საამაყო პოლიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლის 9 თვის მონაცემებით დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 28% იყო- 2023 წელს  63% და რადიკალურად არის შემცირებული დანაშაულის მაჩვენებელი.

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს და მთლიანად თავდაცვის უწყებას ამ ეფექტური მუშაობისთვის. ჩვენი სამხედროების ღვაწლი კიდეც უფრო მეტად უნდა დავაფასოთ, მათი გმირული სამსახური. იგივე მინდა ვთქვა ბატონი ვახტანგ გომელაურის შემთხვევაში. მას მინდა, მადლობა ვუთხრა და ყველა პოლიციელს მადლობა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის. პოლიციის მიმართულებით ჩვენ ბოლო 11 წელიწადში არაერთი მნიშვნელოვანი ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ. შედეგად, სახეზე გვაქვს ჩვენი საამაყო პოლიცია.

მაგალითად, შედარებისთვის აქაც მინდა შედარება მოვიყვანო, 2012 წლის ცხრა თვის მონაცემებით დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 28% იყო. 2023 წელს 63% არის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი და შემცირებუილია, რა თქმა უნდა, რადიკალურად არის შემცირებული დანაშაულის მაჩვენებელი. ეს არის რეალური მუშაობის შედეგი, ჩვენი პოლიციის და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, ბატონო ვახტანგ და მადლობა ჩვენს პოლიციას“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.