ირაკლი ღარიბაშვილი - ლიდერობა თუ გინდა, უნდა უთხრა საზოგადოებას, რას სთავაზობ, გაბუტული ბავშვივით თქვა, არ დავწერ დასკვნებს და ვეტოზე დასაბუთებას არ გავაკეთებ, არასწორია
ირაკლი ღარიბაშვილი - ლიდერობა თუ გინდა, უნდა უთხრა საზოგადოებას, რას სთავაზობ, გაბუტული ბავშვივით თქვა, არ დავწერ დასკვნებს და ვეტოზე დასაბუთებას არ გავაკეთებ, არასწორია

ლიდერობა თუ გინდა, უნდა უთხრა საზოგადოებას, რას სთავაზობ, გაბუტული ბავშვივით თქვა, არ დავწერ დასკვნებს და ვეტოზე დასაბუთებას არ გავაკეთებ, არასწორია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ „წარადგენს ევროპული სამოქმედო გეგმის პლატფორმას იმ ნაბიჯებით, რომელიც საქართველოს მომავალმა პარლამენტმა უნდა გადადგას და შესთავაზებს საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, რათა ისინი კვლავ გაერთიანდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად“.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი თუ რეალურად დაინტერესებულია ამ საკითხის მოგვარებით, ის ასეთ არაკონსტრუქციულ ნაბიჯს არ გადადგამდა, პირიქით. მოვისმინე პრეზიდენტის განცხადება, ერთ-ერთ უცხოურ არხს უთხრა, რომ სათავეში უნდა ჩაუდგეს ევროპულ პლატფორმას. თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, რას სთავაზობს საზოგადოებას. თუ არ ამბობ და გინდა, უბრალოდ გაბუტული ბავშვივით თქვა, რომ მე არ დავწერ დასკვნებს და ვეტოზე დასაბუთებას არ გავაკეთებ, ეს არასწორი, არაკონსტრუქციული, არაჯანსაღი დამოკიდებულებაა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.