ირაკლი ღარიბაშვილი - ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს ნული სანდოობა აქვს, ეს უკვე შვიდ არჩევნებზე დადასტურდა
ირაკლი ღარიბაშვილი - ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს ნული სანდოობა აქვს, ეს უკვე შვიდ არჩევნებზე დადასტურდა

ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს ნული სანდოობა აქვს, ეს უკვე შვიდ არჩევნებზე დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ედისონ რისერჩი“, „იპსოსი“, არის სააკაშვილის ორგანიზაციებს ამოფარებული სახელები.

„ეს არის ბრენდული ორგანიზაციები, რომლებიც უბრალოდ სახელს ატარებენ ამ კვლევების და სხვა არაფერი. კიდევ ერთხელ მოსახლეობას რომ განვუმარტოთ, ამ კვლევებს ატარებს ლევან თარხნიშვილი. ახლა მოსახლეობას შევახსენოთ, ვინ არის ლევან თარხნიშვილი. ლევან თარხნიშვილი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო ცესკო-ს თავმჯდომარე და მთავარი გამყალბებელი არჩევნების. თქვენ წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც ყველაზე დიდ დანაშაულს ჩადიოდა, ადამიანების ხმებს იპარავდა და აყალბებდა არჩევნების შედეგებს, ამ ადამიანის მიერ ჩატარებული კვლევები რატომ უნდა იყოს სანდო. ნული სანდოობა აქვს ამ კვლევებს, ეს უკვე შვიდ არჩევნებზე დადასტურდა. მათ მიერ წინასწარ გამოქვეყნებული კვლევები მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ამ მანიპულაციებით და ციფრებით მოსახლეობას რაღაც განსხვავებული მოსაზრებები ჩამოუყალიბონ, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი კვლევა და მთავარი შედეგი დაიდება 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს. ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი ბრძენი, გონიერი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. მომდევნო სამი წელი ქვეყანაში არ იქნება არჩევნები. ყველა უნდა დაემორჩილოს არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი