ირაკლი ღარიბაშვილი ლევან იოსელიანს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ლევან იოსელიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.

„საუბარი შეეხო 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ორ დოკუმენტს, რომელთაგან პირველი მოიცავდა 2014-2020 წლებს, ხოლო მე-2 მოიცავს 2022-2030 წლებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.