ირაკლი ღარიბაშვილი - ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია, მისი კანდიდატურა ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი
ირაკლი ღარიბაშვილი - ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია, მისი კანდიდატურა ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა მისაღებია და მას უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

მისივე თქმით, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია.

„ჩვენ, უმრავლესობამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ დავაყენებდით ჩვენს კანდიდატს, არამედ მხარს დავუჭერდით კანდიდატს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა. ვფიქრობ, ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამას პარლამენტი, უმრავლესობა გადაწყვეტს. ვფიქრობ, მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის ჩემი მოსაზრება. ვიცი რა უმრავლესობის აზრი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.