ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს
ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონობას ულოცავს.

„გილოცავთ! ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ევროპის ჩემპიონია! ქართველმა ძალოსანმა მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ორჭიდის ჯამში 485 კგ (ატაცი – 222, აკვრა -263) დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა!

ლაშამ ატაცში 222 კილოგრამის აწევით ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალიც მოიგო. მანვე დაისაკუთრა აკვრაში გათამაშებული ოქროს მედალი და ჯამში საქართველოს ნაკრებს სამი ოქრო მოუტანა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატებას ვუსურვებ!“,- წერს ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“.

 

გილოცავთ! ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ევროპის ჩემპიონია! ქართველმა ძალოსანმა მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ორჭიდის…

Posted by Irakli Garibashvili on Sunday, 11 April 2021