ირაკლი ღარიბაშვილი კლაუს შვაბის სახელით გამართულ ტრადიციულ მიღებას დაესწრო
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ტრადიციულად ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის, ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებული მიღება გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მიღებას მსოფლიო ლიდერებთან და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.