ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამცხე-ჯავახეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს ბორჯომში შეხვდებიან.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 11 მაისს, 13:00 საათზე შედგება.
მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.