ირაკლი ღარიბაშვილი – ხორვატ კოლეგასთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატ კოლეგასთან, ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„სასიამოვნო შეხვედრა მქონდა ჩემს ხორვატ კოლეგასთან. ანდრეი პლენკოვიჩთან ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ხაზი გავუსვით შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით რეგიონში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას,“ – წერს პრემიერ-მინისტრი.
Pleasure to meet w/ my 🇭🇷 colleague @AndrejPlenkovic. Talked about 🇬🇪’s European integration path & deepening economic co-op. Emphasized the importance of enhancing the Black Sea security & intensifying bilateral co-op in this regard. #WEF22 pic.twitter.com/z3cUKSdA3R
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) May 24, 2022