ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლებას, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა, ატერორებდა, არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე
ირაკლი ღარიბაშვილი - ხელისუფლებას, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა, ატერორებდა, არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე

ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა და ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდა, არ იმსახურებს და არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა.

„ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენი ე.წ. ოპონენტები ყველაზე ანტიევროპული და ანტიეროვნული ძალაა დღეს ქვეყანაში თავისი შინაარსით, თავისი მოქმედებით, თავისი მმართველობის სტილით. თუ გადავხედავთ, რა მოუტანეს ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას, კითხვა არავის რჩება. ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს აწამებდა, ჩაგრავდა, კლავდა, აუპატიურებდა და ართმევდა სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდა, არ იმსახურებს და არ აქვს მორალური უფლება, ესაუბროს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე. ეს არის ძალიან დიდი დაცინვა და შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის. ჩვენს ხალხს ეუბნებიან, რომ სრულიად არადემოკრატიული მეთოდებით გმართავდით, გაწამებდით, გჩაგრავდით, მაგრამ დღეს ისევ უნდა გესაუბროთ ევროპულ ინტეგრაციაზე“, – განაცხადა პრემიერმა.