ირაკლი ღარიბაშვილი - კეზერაშვილისა და გვარამიას შესახებ ევროპარლამენტარების შეფასება ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, კატეგორიულად მიუღებელია
ირაკლი ღარიბაშვილი - კეზერაშვილისა და გვარამიას შესახებ ევროპარლამენტარების შეფასება ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, კატეგორიულად მიუღებელია

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს ევროპარლამენტარების მიერ ნიკა გვარამიას შესახებ გაკეთებულ შეფასებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, კეზერაშვილის მსგავსად, გვარამიაც დამნაშავეა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილისა და გვარამიას შესახებ ევროპარლამენტარების შეფასება საქართველოსთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის ჩვენი ხალხისა და ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის შეურაცხყოფა.

„ასევე, გვესაუბრნენ და მოგვიწოდეს „მედიამენეჯერის“ – გვარამიას გათავისუფლების თაობაზე. ვინ არის გვარამია, შევახსენოთ საზოგადოებას, ჩვენს დეპუტატებს. გვარამია იყო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ მთავარი ბოროტმოქმედი, შემოქმედი იყო, აი, ამ დანაშაულებრივი სისტემის. იგი იყო პროკურორის მოადგილე, პირდაპირ ჩართული, მაგალითად, „იმედის“ წართმევის საქმეში. მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმის განხორციელება. გვარამიაზეც გვეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ მან გაძარცვა ახლა თავისი კომპანია, კერძო კომპანია, მოიპარა 5 მილიონზე მეტი, ზარალი მიაყენა, არ გვაინტერესებს, ისიც არის ჩვენი კრიმინალი. ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ეს არის ჩვენი ხალხისა და ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, ბევრს გაუკვირდა, როცა ეს ფაქტები მოვიყვანე ჩემს ერთ-ერთი გამოსვლაში, პირდაპირ დავუკავშირე მათი ჩართულობა და განზრახვა ქვეყნის შიგნით მოქმედი „მეხუთე კოლონის“ დესტრუქციულ ქმედებებს. ვთქვი, რომ, სამწუხაროდ, თანხვედრაში მოდის ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი ჩვენი დესტრუქციული ძალის მიზნებთან და ამოცანებთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.