ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკური ფორუმის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკური ფორუმის გახსნას დაესწრო.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „ბლუმბერგის“ დამფუძნებელმა, მაიკლ ბლუმბერგმა და კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანიმ.

კატარის ეკონომიკური ფორუმი დოჰაში ყოველწლიურად იმართება კატარის ემირის პატრონაჟითა და Bloomberg-ის ორგანიზებით.