ირაკლი ღარიბაშვილი - ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ გურამ დოჩანაშვილს, დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ არაერთი შედევრით გაახარებს მკითხველს
ირაკლი ღარიბაშვილი - ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ გურამ დოჩანაშვილს, დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ არაერთი შედევრით გაახარებს მკითხველს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს ყველასათვის საყვარელი თანამედროვე კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. მისი შემოქმედება სავსეა შთამბეჭდავი და გულწრფელი, სიყვარულითა და სიცოცხლის ძლიერი სურვილით გაჯერებული ამბებით, რომლებიც ასე ახლოსაა ქართველ მკითხველთან.

ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს. დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ არაერთი შედევრით გაახარებს თავის მკითხველს“, – აღნიშნულია მილოცვის წერილში.