ირაკლი ღარიბაშვილი - ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატურაზე დაველოდოთ პრემიერს, მთავრობის საკითხებში აღარ ვერევი, მე ვარ პარტიის თავმჯდომარე და მთავარი მისიაა, პარტია მოვამზადო არჩევნებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატურაზე დაველოდოთ პრემიერს, მთავრობის საკითხებში აღარ ვერევი, მე ვარ პარტიის თავმჯდომარე და მთავარი მისიაა, პარტია მოვამზადო არჩევნებისთვის

ჯანდაცვის ახალი მინისტრობის კანდიდატურაზე უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრს, ის გადაწყვეტს საკადრო საკითხებს, მე არ ვერევი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის პასუხისმგებელია პარტიის მუშაობაზე და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებში არ ერევა.

„მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო და აღარ გავაკეთებ ამაზე კომენტარს, მთავრობის საკითხებში მე აღარ ვერევი. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. საპატიო თავმჯდომარე არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ჩვენი პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მე ვარ პასუხისმგებელი პარტიის მუშაობაზე, ჩემი მთავარი მისია არის, მოვიარო რეგიონები და პარტია მოვამზადოთ არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.