ირაკლი ღარიბაშვილი - „ნაციონალებთან“ აფელირებული და აშშ-ის მიერ ძებნილი თუ მიჩივის ირანის სასამართლოში, მგონი, გამიმართლა
რამდენიმე დღეა, აბსოლუტურად სასოწარკვეთილები სვამენ ერთსა და იმავე კითხვას, გაისმა ბრალდება, თითქოს მე ერთ-ერთ ირანელ ბიზნესმენს ბიზნესი წავართვი. დეტალებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვერ შევდივარ, მაგრამ ძალიან მოკლედ, ზედაპირულად მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ აღნიშნული ბანკი და კომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო მოხვედრილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დეპუტატ გია ვოლსკის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, 2013 წელს ამ საქმეზე აქტიური კოორდინაცია ჰქონდა დასავლელ პარტნიორებთან.
„მაშინ მე ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, 2013 წელს, როდესაც ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და სხვა პარტნიორებთან ამ საკითხზე გვქონდა აქტიური მუშაობა და უშუალოდ მათი კოორდინაციით მოხდა აღნიშნული ბანკის ლიცენზიის შეჩერება და ა.შ, ვინაიდან ასეულობით მილიონი დოლარის გათეთრება დაფიქსირდა ამ ბანკში ამ ბანკში 2012 წლამდე, მაშინ, როდესაც „ნაციონალები“ იყვნენ ხელისუფლებაში და სწორედ მათთან აფილირებული იყო აღნიშნული ბანკი და კომპანია. თუ მეტი დეტალი გაინტერესებთ, შეგვიძლია, თხოვნით მივმართოთ ნდობის ჯგუფს და შესაბამისი უწყებები დეტალურ ინფორმაციას წარმოგიდგენენ და გეტყვიან, თუ რაოდენ საშიში და მნიშვნელოვანი დანაშაულები აღვკვეთეთ მაშინ. ძალიან მარტივია პასუხი, თუ აშშ-ის მიერ ძებნილი და სანქცირებული პირი მე მიჩივის ირანის სასამართლოში, მგონი, გამიმართლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.