ირაკლი ღარიბაშვილი – იორდანიის მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის გადმოცემისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-სთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის მეფე აბდალა II-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„შეხვედრა გავმართე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-სთან. იორდანიის მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Had an honor to meet w/ His Majesty @KingAbdullahII. Expressed special thanks to the 🇯🇴 side for the decision to allocate a plot of land for the purpose of the construction of the 🇬🇪 Cultural Centre at the Baptism Site of Jesus Christ. pic.twitter.com/OuJhcOFm3d
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) May 29, 2022