ირაკლი ღარიბაშვილი იმპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ
ირაკლი ღარიბაშვილი იმპორტიორებს მოუწოდებს, თურქეთიდან მედიკამენტები დროულად შემოიტანონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, აქვს მოლოდინი, რომ იმპორტიორები ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს ქვეყანაში დროულად შემოიტანენ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოსახლეობას შევახსენო, რომ დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი. ახლა იმპორტიორებისგან გვაქვს მოლოდინი, რომ დროულად შემოიტანენ ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს. ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით. მინისტრი აზარაშვილი აქტიურად არის ჩართული. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, რომ დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს მედიკამენტებზე ფასებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 იანვარს განაცხადა, რომ ხელი მოეწერა მთავრობის შესაბამის განკარგულებას და თურქეთის ბაზარი გაიხსნა. მისივე თქმით, თურქეთიდან საქართველოში შემოვა მაღალი ხარისხის, gmp-სტანდარტის შესაბამისი მედიკამენტები. პრემიერის განმარტებით, ფასებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია.

დატოვე კომენტარი