ირაკლი ღარიბაშვილი - იმედი მაქვს, გავაგრძელებთ კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან თანამშრომლობას
ირაკლი ღარიბაშვილი - იმედი მაქვს, გავაგრძელებთ კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან თანამშრომლობას

იმედი მაქვს, გავაგრძელებთ კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან თანამშრომლობას, მთავრობა მზად არის, ღიად გააგრძელოს მუშაობა თქვენთან ერთად, რათა ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ დღევანდელი მძიმე მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს, ბატონ თავმჯდომარეს, თითოეულ დეპუტატს. იმედი მაქვს, ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან თანამშრომლობას. მთავრობა მზად არის, ღიად გააგრძელოს მუშაობა თქვენთან ერთად, რათა ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ დღევანდელი მძიმე მდგომარეობა.

ჩვენი მთავარი ხედვა რაც არის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის, იქნება ეს ეკონომიკის მიმართულებით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ქართული ჯარის გაძლიერების და განვითარების, პოლიციის გაძლიერების თუ ყველა მიმართულებით, ემსახურება იმას, რომ 2030 წელს და ეს არც თუ ისე შორს არის, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში გავიდა სულ რაღაც რვა წელი, 8-9 წელი გავიდა.

როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ ოპონენტები, მინდა, მათ შევახსენო, არ არსებობს ნორმალური სახელმწიფო, რომელიც არ იხედება შორს და არ გეგმავს, არ აქვს გრძელვადიანი განვითარების ხედვა.

კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და გისურვოთ მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.