ირაკლი ღარიბაშვილი - იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი, უსაფრთხოების გამოწვევები და პარტნიორობის საკითხები
ირაკლი ღარიბაშვილი - იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი, უსაფრთხოების გამოწვევები და პარტნიორობის საკითხები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

პრემიერი ხაზს უსვამს, რომ საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან.

„ბრიუსელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მომავალი პარტნიორობის საკითხები”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.