ირაკლი ღარიბაშვილი - იანვრის თვეში 18-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამ ტემპს შენარჩუნება სჭირდება
ირაკლი ღარიბაშვილი - იანვრის თვეში 18-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამ ტემპს შენარჩუნება სჭირდება

იანვრის თვეში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელი დაიწყო ძალიან კარგად და ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება.

„წელი დავიწყეთ ძალიან კარგად, ძალიან ძლიერად. ამ ტრენდს, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება. ამიტომ, ახლა არ არის აქ დრო იმისა, რომ გარკვეულ ოპოზიციურ რადიკალებს და მარგინალებს მივცეთ დესტაბილიზაციის საშუალება, პირიქით – უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა, შენება და მშვიდად ვმართოთ პროცესი. მჯერა, საერთაშორისო თანამეგობრობა მიაღწევს იმას, რომ უკრაინაში დასრულდება ომი, ეს ტრაგედია, და მხარეები მოილაპარაკებენ უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.