ირაკლი ღარიბაშვილი - იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10 პროცენტით განისაზღვრა, ასევე მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 17 პროცენტით გაიზარდა
ირაკლი ღარიბაშვილი - იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10 პროცენტით განისაზღვრა, ასევე მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 17 პროცენტით გაიზარდა

იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა. ასევე მინდა, ვთქვა, რომ მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 47 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბიზნესსექტორში მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა 45 000-ით და, ჯამში, 723 000 შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

„რამდენიმე დღის წინ გამოვიდა საქსტატის ბოლო მონაცემები. იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა. ასევე მინდა, ვთქვა, რომ მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 47 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. ბიზნესს, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო. ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის, ქვეყანაში რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნესბრუნვის ზრდა, დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არ იქნებოდა. ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად. ამას გარდა, იცით, რომ სამუშაო ადგილები გაიზარდა და რეკორდული ზრდა არის სამუშაო ადგილების. ბიზნესსექტორში მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა 45 000-ით და, ჯამში, შეადგინა 723 000, რაც რეკორდული მაჩვენებელია და შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბა“, – განაცხადა პრემიერმა.