ირაკლი ღარიბაშვილი - გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, მეტი საქმე, ჩვენი მოსახლეობის გვერდში დგომა და დახმარება
ირაკლი ღარიბაშვილი - გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, მეტი საქმე, ჩვენი მოსახლეობის გვერდში დგომა და დახმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას განახორციელებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტები.

მისივე თქმით, პროგრამა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე განხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, რეგიონების განახლების პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს.

„პროგრამის დაფინანსება 500 მილიონი ლარის ფარგლებშია, დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით. პროგრამაში და პროექტში ჩაერთვება ყველა საუკეთესო არქიტექტორი ყველა მუნიციპალიტეტის და ყველა რეგიონის, ადგილზე ავთენტურობის შენარჩუნებით. ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი იმისა, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის მთლიანად მასშტაბური განახლება.

ჩვენ სამუშაოებს დავიწყებთ ძალიან მალე, ბატონი ირაკლი, მისი გუნდი ბოლო ორი თვის განმავლობაში მუშაობდა ძალიან აქტიურად, ახლა რეალურად საქმეზე უნდა გადავიდეთ. უნდა დავამკვიდროთ მაქსიმალურად ახალი სტანდარტი თანაბრად, ყველა მუნიციპალიტეტში, ახალი ევროპული სტანდარტი, რომელიც შეცვლის ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს. გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, მეტი საქმე, მეტი შრომა, ჩვენი მოსახლეობის გვერდში დგომა და დახმარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.