ირაკლი ღარიბაშვილი - გვარამია არის ფაშისტი ადამიანი, რომელიც სააკაშვილის დროს ბოროტი სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იყო
ირაკლი ღარიბაშვილი - გვარამია არის ფაშისტი ადამიანი, რომელიც სააკაშვილის დროს ბოროტი სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იყო

გვარამია არის ჩვეულებრივი ფაშისტი ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი ფაშისტური ბოროტი სისტემის სააკაშვილის დროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში პარტიულ აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„გვარამია საერთოდ არ არის საინტერესეო არც ჩემთვის და არავისთვის. ვინ არის, საერთოდ რატომ უნდა ვილაპარაკოთ გვარამიაზე? უნდა შევახსენო საზოგადოებას, ვინ არის გვარამია. გვარამია არის ჩვეულებრივი ფაშისტი ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი ფაშისტური ბოროტი სისტემის სააკაშვილის დროს. ვინ იყო გვარამია – გვარამია იყო პროკურორის მოადგილე, რომელმაც ჩაიდინა „იმედის“ გაძარცვა, დარბევა და ათასი უბედურება. ადამიანებს სწირავდა ეს არარაობა, გაუგებარი ადამიანი. ოჯახებს ანადგურებდა, ჩართული იყო თავიდან ბოლომდე. შემდეგ გახდა მედიამენეჯერი. ახლა პარტიის წარმომადგენელია, პოლიტიკოსი. ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის გვარამია. ჩვეულებრივი, სააკაშვილის გუნდის წევრი. ვინ დაიჯერებს მის გარდასახვას თუ გარდაქმნას? სამარცხვინო სიტუაციაა. როგორ შეიძლება, მელია და გვარამია? მათ რაც არ უნდა ფერი იცვალონ, გნებავთ, კიდევ სხვა რაღაცები გააკეთონ და საერთოდ შეცვალონ რაღაც-რაღაცები, მაინც დარჩება გვარამია მწამებელ ჯალათად. იმიტომ, რომ ის იყო ჯალათი, ამ ბოროტი სისტემის მსახური“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.