ირაკლი ღარიბაშვილი - ოპონენტები გვაკრიტიკებენ, რომ მხოლოდ წარსულზე ვსაუბრობთ, არც ერთ შემთხვევაში, მეგობრებო, სამარცხვინო საქციელს ყოველთვის გავახსენებთ დესტრუქციულ, ანტიეროვნულ ძალას
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპონენტები გვაკრიტიკებენ, რომ მხოლოდ წარსულზე ვსაუბრობთ, არც ერთ შემთხვევაში, მეგობრებო, სამარცხვინო საქციელს ყოველთვის გავახსენებთ დესტრუქციულ, ანტიეროვნულ ძალას

ირაკლი ღარიბაშვილი – გვაკრიტიკებენ ოპონენტები, რომ მხოლოდ წარსულზე ვსაუბრობთ, არც ერთ შემთხვევაში, მეგობრებო, სამარცხვინო საქციელს ყოველთვის გავახსენებთ დესტრუქციულ, ანტიეროვნულ ძალას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ოპოზიციას, რომელსაც არა ერთი შეცდომა აქვს დაშვებული, ყოველთვის შეახსენებენ ამის შესახებ.

„რა თქმა უნდა, აქ არ მოვსულვარ, რომ ვისაუბრო ყველაზე დეგრადირებულ ადამიანზე, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვართ პოლიტიკურ კამპანიაში და მე ვარ პარტიის პოლიტიკური მდივანი, ჩვენ უნდა შევახსენოთ მოსახლეობას, თუ რა მტრულ და ბოროტ ძალასთან გვქონდა საქმე, როგორი ვერაგი, მტრული ძალა მოვიცილეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ეს ძალა მოვიცილეთ, როგორც ერთგვარი სახადი, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ გრძელდება მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობები კონკრეტული პოლიტიკური, ანტისახელმწიფოებრივი ძალის მხრიდან. გვაკრიტიკებენ ოპონენტები, რომ მხოლოდ წარსულზე ვსაუბრობთ. უკაცრავად, მაგრამ ჩვენი წარსული კარგად გვახსოვს და გვემახსოვრება ყოველთვის. როგორ შეიძლება ადამიანმა, მოქალაქემ დაივიწყოს აგვისტოს ომი, ის ტრაგიკული დღეები და ის სამარცხვინო საქციელი, რომელიც მთელმა ქვეყანამ, მთელმა მსოფლიომ იხილა. არც ერთ შემთხვევაში, მეგობრებო. ჩვენ ამას ყოველთვის გავახსენებთ დესტრუქციულ, ანტიეროვნულ ძალას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით, ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ყოფა გააუმჯობესოს“.

„მოგეხსნებათ, რომ 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ არა ერთი ომი, არა ერთი შიდა ომი, სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა და ჩვენივე ხელებით დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა. აი, ასეთი უპასუსიხმგებლო მთავრობების და ხელისუფლებების შედეგად ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ. ამ ყველაფრის აღდგენას, ბუნებრივია სჭირდება დრო. დრო, რომელიც ყველაზე ძვირფასია, რომელიც ყველას გვეჩქარება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენი ლიდერის და გუნდის საერთო მობილიზებით, საერთო ორგანიზებით, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფეხზე დავაყენოთ ჩვენი ძვირფასი სამშობლო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.