ირაკლი ღარიბაშვილი - გუშინდელ შეხვედრაზე მოსმენილი საღი მოსაზრებები მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდო, რომ დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან წარმატებით დასრულდება
ირაკლი ღარიბაშვილი - გუშინდელ შეხვედრაზე მოსმენილი საღი მოსაზრებები მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდო, რომ დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან წარმატებით დასრულდება

გუშინდელ შეხვედრაზე მოვისმინე მონაწილეების საღი, კონსტრუქციული მოსაზრებები, ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდო, რომ აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან წარმატებით დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უნდა შეძლონ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას.

„ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება. ეს მე გუშინ შეხვედრაზეც დავაფიქსირე. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არ არსებობს. მე იქ გავეცანი და მოვისმინე მონაწილეების საღი, კონსტრუქციული მოსაზრებები, ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდო, რომ აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. ეს ნიშნავს, რომ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გუშინ გაიმართა.