ირაკლი ღარიბაშვილი - გულწრფელი მადლობა მინდა, გამოვხატო პრეზიდენტ სი ძინპინისადმი, რომელმაც დელეგაციასთან ერთად მიმიწვია ჩინეთში, კონკრეტული შედეგები გვაქვს, ეს ვიზიტი ისტორიული და წარმატებულია
ირაკლი ღარიბაშვილი - გულწრფელი მადლობა მინდა, გამოვხატო პრეზიდენტ სი ძინპინისადმი, რომელმაც დელეგაციასთან ერთად მიმიწვია ჩინეთში, კონკრეტული შედეგები გვაქვს, ეს ვიზიტი ისტორიული და წარმატებულია

გულწრფელი მადლობა მინდა, გამოვხატო პრეზიდენტ სი ძინპინისადმი, რომელმაც დელეგაციასთან ერთად მიმიწვია ჩინეთში, კონკრეტული შედეგები გვაქვს, ეს ვიზიტი ისტორიული და ძალიან წარმატებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან (CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

„ეს ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. უპირველეს ყოვლისა, გულწრფელი მადლობა მინდა, გამოვხატო პრეზიდენტ სი ძინპინისადმი, რომელმაც დელეგაციასთან ერთად მომიწვია ჩინეთში. გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები, ეს ვიზიტი ძალიან წარმატებულია. ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან. ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო მასთან. კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება მისდამი ჩინეთში მოწვევისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო არსებული ურთიერთობის შემდეგ დონეზე აყვანის გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ. ამდენად, საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი და, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება. ამიტომ ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ძალიან  სასიამოვნოა, რომ ეს შესაძლებელი გავხადეთ. დღეს სიამაყით ვამბობ, რომ ჩინეთი და საქართველო უკვე სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს ისტორიული ვიზიტია და შინ კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ვბრუნდები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.