ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე - კაცი არავინ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან, დანიშნეს რამდენიმე ადგილას, გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს და დღეს გამოდის, უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს გუნდს, რომლის წიაღშიც რვა წელი იყო
ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე - კაცი არავინ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან, დანიშნეს რამდენიმე ადგილას, გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს და დღეს გამოდის, უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს გუნდს, რომლის წიაღშიც რვა წელი იყო

კაცი, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ მელია არ დაეჭირათ და კანონი არ აღასრულა, ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიას განცხადებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„აი ასეთი, კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ. შეხედეთ მის ხელწერას და ასევე, „ნაცმოძრაობის“, მათი ლიდერების, „მთავარი არხის“ და “ტვ პირველის“ კამპანიას. ძალიან მარტივად ჩანს, რომ გახარია მათი ბუნებრივი მოკავშირეა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა, პარტიის დამფუძნებელმა ყველაფერი გააკეთეს გიორგი გახარიასთვის. „როცა კაცი არავინ არ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან და დაგნიშნეს ჯერ რამდენიმე ადგილას, ამხელა ნდობა გამოგიცხადეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს, რომ იტყვიან. დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომლის წიაღშიც რვა წელი იყო და ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულების, შეცდომების თუ გადაცდომების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.