ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ შარლ მიშელთან შეხვედრა დროებით შეწყვიტა, რადგან ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი
ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ შარლ მიშელთან შეხვედრა დროებით შეწყვიტა, რადგან ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, ხოლო იმავე დროს შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროსთან.

​ღარიბაშვილის თქმით, შარლ მიშელთან შეხვედრა დროებით შეწყვიტა, ხოლო ბელგიის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელთან მოლაპარაკებები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

„ამაზე არ შეიძლება, სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა, განმარტებას გავაკეთებ, რომ პირველი შეხვედრა ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში ერთი-ერთზე. ეს შეხვედრა გაიწელა და დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე იყო განსაზღვრული პროტოკოლით. ამის შემდეგ, შუალედში მქონდა ბელგიის პრემიერთან შეხვედრა. ამიტომ, მობოდიშებით, შევწყვიტეთ ეს შეხვედრა, წავედი, მქონდა შეხვედრა ბელგიის პრემიერთან და შემდეგ ისევ გავაგრძელეთ, დაახლოებით საათ-ნახევარი გვქონდა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. შარლ მიშელის პოზიცია არის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და კომპრომისი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.