ირაკლი ღარიბაშვილი - განცხადებები, რომლებიც მოგვისმენია, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს გრძელვადიანი გზა ევროკავშირის წევრობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - განცხადებები, რომლებიც მოგვისმენია, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს გრძელვადიანი გზა ევროკავშირის წევრობისთვის

უნდა ვიცოდეთ, რომ არანაირი მოკლე გზა არ არსებობს, ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვაზე, რამდენად არის მზად ევროკავშირი გაფართოებისთვის, საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა ესპანეთში მესამე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყების წინ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ამ ეტაპზე უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსზე.

„ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივა. ახლა, ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის თუმცა, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, ეს არის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია, ეს ერთი მხრივ, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, იმედს და, მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რომ არანაირი მოკლე გზა არ არსებობს, ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ღარიბაშვილი.