ირაკლი ღარიბაშვილი - განათლების განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში პატრიოტიზმის ამაღლებას, ეროვნული იდენტობის გაძლიერებას ტრადიციების, კულტურის, ოჯახის ფასეულობების კუთხით
ირაკლი ღარიბაშვილი - განათლების განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში პატრიოტიზმის ამაღლებას, ეროვნული იდენტობის გაძლიერებას ტრადიციების, კულტურის, ოჯახის ფასეულობების კუთხით

2004 წელს იქნა მიღებული განათლების ეროვნული მიზნები და მას შემდეგ არ განახლებულა, საჭიროა ახალი ხედვის ჩამოყალიბება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, განათლების განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას.

„განახლებული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურისა და ოჯახის ფასეულობების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.