ირაკლი ღარიბაშვილი – ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონული მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის, საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განვიხილეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთ ფილიპ რიკერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე რეგიონული მოვლენების დინამიკა და მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონული და საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განიხილეს.
„შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ ფილიპ რიკერს. განვიხილეთ რეგიონუlი მოვლენების დინამიკა, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატების გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონული და საერთო განვითარების ხელშეწყობაში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Had a pleasure to host 🇺🇸 Ambassador Philip T. Reeker. Discussed the Regional Dynamics, 🇪🇺 integration of 🇬🇪 along w/ 🇬🇪🇺🇸 Strategic Partnership & vital role of 🇺🇸 in promotion of peace, democracy & development in the region & beyond. pic.twitter.com/ZuaPLL68N0
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 12, 2022