ირაკლი ღარიბაშვილი – ფილიპ რიკერის ვიზიტი ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში
ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, ფილიპ რიკერთან, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
„გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, რიკერთან. ეს ვიზიტი მკაფიოდ ცხადყოფს აშშ-ის მზარდ ინტერესს და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ მიმართულებებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Great meeting with @StateDept Assistant Secretary Reeker. This visit is a clear demonstration of the US increasing interest & engagement in the South Caucasus region. We focused on key areas of 🇬🇪-🇺🇸 strategic partnership, as well as regional security & cooperation. pic.twitter.com/jWQwAafV8H
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 7, 2021