ირაკლი ღარიბაშვილი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის

ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის უდიდესი დღე ჩვენთვის ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა ვეტერანს მიულოცა დღევანდელი დღე.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ჩვენი მოქალაქეები ძალიან დიდი რაოდენობით იყვნენ ამ ომში წარმოდგენილი და უდიდესი წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვების მისაღწევად ამიტომ, ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ ყველა იმ ქართველის ხსოვნის წინაშე, ვინც თავი გაწირა ამ დღის მისაღწევად. განსაკუთრებული მოწიწებით და პატივისცემით მინდა, მივესალმო და მივულოცო ეს დღე ჩვენს ვეტერანებს. მინდა, მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.