ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრები დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრების დაწყებამდე „ტვიტერში“ დაწერა, რომ მისი შეხვედრების მთავარი თემა იქნება კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები.