ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს თამარ ტალიაშვილს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს თამარ ტალიაშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს – თამარ ტალიაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივას და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს.

პრემიერ-მინისტრმა თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.