ირაკლი ღარიბაშვილი - ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც თავის უწყებას ეფექტურად უძღვება, სრული მხარდაჭერა ექნება
ირაკლი ღარიბაშვილი - ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც თავის უწყებას ეფექტურად უძღვება, სრული მხარდაჭერა ექნება

ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც თავის უწყებას ეფექტურად უძღვება, სრული მხარდაჭერა ექნება,– ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი შრომა თავდაუზოგავია.

„გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას, გვიჩვენებს, რომ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესია. ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც თავის უწყებას ეფექტურად უძღვება, სრული მხარდაჭერა ექნება. ასევე, პრევენციული მედიცინის სისტემის გაძლიერება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა ვაქცინაციაა. მინდა, ჩვენს ღირსეულ სამედიცინო პერსონალს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი