ირაკლი ღარიბაშვილი ეკა ბესელიას პასუხობს - არ გიქმნით დისკომფორტს, მაგალითად ბოკერიასთან, უგულავასთან და სხვებთან დგომა
ირაკლი ღარიბაშვილი ეკა ბესელიას პასუხობს - არ გიქმნით დისკომფორტს, მაგალითად ბოკერიასთან, უგულავასთან და სხვებთან დგომა

თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს, მაგალითად ბოკერიასთან ერთად დგომა, უგულავასთან და სხვებთან? – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ „მთავრობის საათის“ ფორმატში მის მიმართ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც სხდომაზე ეკა ბესელიამ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ძალიან მკაფიო პოზიციით გამოირჩეოდა წინა ხელისუფლების მიმართ.

„ქალბატონი ბესელიას კითხვა, მიქმნის თუ არა რაიმე დისკომფორტს, კონკრეტული გვარები არ დაგისახელებიათ, ზოგადად თქვით, კონკრეტული პიროვნებების ერთ გუნდში ყოფნა. ვერ გავიგე თქვენი შეკითხვა, მაგრამ მეც მაქვს იგივე შეკითხვა – თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს მაგალითად ბოკერიასთან ერთად დგომა, უგულავასთან და სხვებთან. თქვენი წყენინება არ მინდოდა, მაგრამ უნდა მეპასუხა თქვენთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.