ირაკლი ღარიბაშვილი - ე.წ. პრეზიდენტი მთლიანად არის ჩართული რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის საქმიანობაში, მისი ყველა ნაბიჯი შეთანხმებულია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედ მტრულ ძალებთან
ირაკლი ღარიბაშვილი - ე.წ. პრეზიდენტი მთლიანად არის ჩართული რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის საქმიანობაში, მისი ყველა ნაბიჯი შეთანხმებულია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედ მტრულ ძალებთან

ე.წ. პრეზიდენტი მთლიანად არის ჩართული რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის საქმიანობაში და სრულად კოორდინირებს მათთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ამბროლაურში განუცხადა.

ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს ჰკითხეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ – „რუსული ოცნებაა“.

ღარიბაშვილის თქმით, ე.წ. პრეზიდენტის ყველა ნაბიჯი შეთანხმებულია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედ მტრულ ძალებთან.

„ე.წ. პრეზიდენტი აღარ იმსახურებს ამხელა ყურადღებას ჩვენგან. მე არ დამიჭერია პირადად მხარი ზურაბიშვილისთვის. მე მაშინ არ ვიყავი პოლიტიკაში, ასე რომ, ყველაფერი კარგად მაქვს ამ მიმართულებით. სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე არის ოპოზიციონერი. მისი ყველა ქმედება არის საბოტაჟისა და, ზოგადად, დაძაბულობის, პოლარიზაციის შემომტანი საზოგადოებაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.