ირაკლი ღარიბაშვილი - დიდი პროვოკაცია და დიდი არეულობა ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას
ვთქვათ პირდაპირ, რომ ჩვენ ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი, მორიგი მძიმე პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, გადაზრდილიყო ძალიან დიდ დაპირისპირებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რაც ყველაზე მეტად ხალხს აკლია, ეს არის მშვიდობა და პოლარიზაციის მინიმუმამდე დაყვანა, შესაბამისად, ქვეყანაში არეულობა არავის ინტერესში არ შედის.
„მინდა, ყველას ვუსურვო მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება დამშვიდება. რაც ყველაზე მეტად ჩვენს ხალხს აკლია, ეს არის სწორედ მშვიდობა, პოლარიზაციის მინიმუმამდე დაყვანა, იმიტომ, რომ არავის ინტერესში არ შედის ქვეყანაში არეულობა.
ვთქვათ პირდაპირ, რომ ჩვენ ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი, მორიგი მძიმე პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, გადაზრდილიყო ძალიან დიდ დაპირისპირებაში. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ხელწერას, რომელიც ბატონ სააკაშვილს და მის თანამებრძოლებს აქვთ და მით უმეტეს, ვიცოდით რა მათი გეგმების შესახებ, დიდი პროვოკაცია და არ გადავაჭარბებდი, დიდი არეულობა ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს სამართალდამცავებს, რომლებმაც უბადლოდ, იდეალურად შეასრულეს აღნიშნული ოპერაცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.