ირაკლი ღარიბაშვილი - დიდი პატივია, მოგმართოთ ჩინეთის ეროვნულ დღესთან დაკავშირებულ წვეულებაზე, სადაც იმ ქვეყნის დაარსებას აღვნიშნავთ, რომელიც გამოირჩევა მდიდარი კულტურითა და მიღწევებით
ირაკლი ღარიბაშვილი - დიდი პატივია, მოგმართოთ ჩინეთის ეროვნულ დღესთან დაკავშირებულ წვეულებაზე, სადაც იმ ქვეყნის დაარსებას აღვნიშნავთ, რომელიც გამოირჩევა მდიდარი კულტურითა და მიღწევებით

ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე, სადაც ღირსშესანიშნავი ქვეყნის დაარსებას აღვნიშნავთ; იმ ქვეყნისას, რომელიც გამოირჩევა თავისი მდიდარი კულტურით, ისტორიითა და წარმოუდგენელი მიღწევებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აღმაფრთოვანებელია, თუ როგორ მოახდინა ჩინეთმა, თავისი წინაპრების სიბრძნის საფუძველზე, შეუფერხებლად გააერთიანებინა ტრადიციული ღირებულებები უახლეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ სტრატეგიებთან და გადაქცეულიყო გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად.

„ჩინეთის გასაოცარმა ცივილიზაციამ, რომელიც უხვადაა გაჯერებული ტრადიციებითა და სიმბოლიზმით, მოიპოვა საყოველთაო აღფრთოვანება თავისი უსაზღვრო სიღრმით. ჩინეთის კულტურული სიმდიდრე ცხადყოფს ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებაში ტრადიციის მატარებელ ძალას და ეფექტს. ჩინეთის კულტურა, რომელიც ათასწლეულებს მოიცავს, გულისხმობს კონფუციანელობას, ხაზს უსვამს პატივისცემასა და იერარქიას, დაოიზმის ჰარმონიას ბუნებასთან და წონასწორობასთან, ტრაპეზში ჩაის როლს და სტუმართმოყვარეობას. ჩინური კალიგრაფია ხოტბას ასხამს ესთეტიკას, ხოლო ჩინეთის დიდი კედელი ისტორიისა და მიზანდასახულობის სიმბოლოა. მართლაც აღმაფრთოვანებელია, თუ როგორ მოახდინა ჩინეთმა თავისი წინაპრების სიბრძნის საფუძველზე, შეუფერხებლად გააერთიანებინა ტრადიციული ღირებულებები უახლეს ტექნოლოგიებთან და ინოვაციურ სტრატეგიებთან და გადაქცეულიყო გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად. ძველისა და ახლის ეს ჰარმონიული შერწყმა ცხადყოფს, რომ ჩინეთის წინსვლა განპირობებულია არა მხოლოდ მისი სამომავლო ამბიციებით, არამედ ისტორიული მემკვიდრეობის, როგორც ძალისა და შთაგონების წყაროს, მიმღებლობის უნარით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.