ირაკლი ღარიბაშვილი - დღევანდელი შეკრებით მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, ძალა, რომელიც ნებისმიერ ბოროტებას დაამარცხებს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს
ირაკლი ღარიბაშვილი - დღევანდელი შეკრებით მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, ძალა, რომელიც ნებისმიერ ბოროტებას დაამარცხებს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს

დღევანდელი შეკრებით მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი და ძალა, რომელიც ნებისმიერ ბოროტებას დაამარცხებს, დაასრულებს დესტაბილიზაციას, ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე დღეში ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არა უბრალოდ არჩევანი ერთ და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებასა და რეგრესს, საბოლოო ჯამში საქართველოს მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის.

„დღეს, აქ შეკრებით ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, ქართველი ხალხის, თქვენი ძალა, რომელიც დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, დაასრულებს დესტაბილიზაციას, დაასრულებს ბოროტი ძალების რევანშს და ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს. რამდენიმე დღეში, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. არა უბრალოდ არჩევანი ერთ და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებასა და რეგრესს, საბოლოო ჯამში საქართველოს მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის. ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, ეს იქნება ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც კიდევ ერთხელ გაარკვევს, თუ რა სურს ჩვენს დიდებულ ხალხს. სურს, რომ დარჩენილი 20 მუნიციპალიტეტების მართვის სადავეები ანტიეკლესიურმა და ანტიეროვნულმა ძალებმა, მკვლელებმა და მწამებლებმა აიღონ და რეგიონებში შეიტანონ მუდმივი საბოტაჟი, ბოიკოტი, ქაოსი და არეულობა – თუ ჰუმანური, დემოკრატიული, ევროპული და ეროვნული ღირებულებების მქონე პატრიოტმა ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს რეალური ხედვა, რესურსი, ჩვენი ხალხის უმრავლესობის ნდობა, ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება. აი, ამ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი 30 ოქტომბერს. რამდენიმე დღეში მაქსიმალური მობილიზაციით კიდევ ერთხელ უნდა დავირაზმოთ, რათა 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი