ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ვნახეთ, რომ პროვოკაციების მოწყობის გარკვეული მცდელობები იყო, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ვნახეთ, რომ პროვოკაციების მოწყობის გარკვეული მცდელობები იყო, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო

დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული მცდელობები იყო პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, ყველას კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი.

„დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული მცდელობები იყო პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო და ჩვენ რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ მივცემთ უფლებას, რომ საარჩევნო უბნებზე გარკვეული არეულობა, შფოთი და ქაოსი შეიტანოს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, ყველას კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი