ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს შევხვდი ილია მეორეს, დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა, მასთან საუბარი
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს შევხვდი ილია მეორეს, დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა, მასთან საუბარი

დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა, მასთან საუბარი უაღრესად საინტერესოა სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს შეხვდა.

„დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა. უაღრესად საინტერესოა მასთან საუბარი სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.

ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.