ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს არის დრო გაერთიანების და არა დაყოფის, გამოწვევებს სჭირდება ერთიანი ძალისხმევით მუშაობა საქართველოს პარლამენტში
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს არის დრო გაერთიანების და არა დაყოფის, გამოწვევებს სჭირდება ერთიანი ძალისხმევით მუშაობა საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს არის დრო გაერთიანების და არა დაყოფის.

მისი თქმით, ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა, რასაც პარლამენტში ერთიანი ძალისხმევით მუშაობა სჭირდება.

„მინდა, გავიმეორო, რომ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მომენტი, როცა არის დრო გაერთიანების და არა დაყოფის. ჩვენი ქვეყნის, ხალხის წინაშე არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა, ამ გამოწვევას სჭირდება ერთიანი ძალისხმევით მუშაობა საქართველოს პარლამენტში, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების, ნორმალური მუშაობის რიტმს და რეჟიმს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.