ირაკლი ღარიბაშვილი - დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში სამი ათას ლარს გადავუხდით
ირაკლი ღარიბაშვილი - დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში სამი ათას ლარს გადავუხდით

დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში, საფერავში – ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში სამი ათას ლარს გადავუხდით, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი რესურსით აღადგენს ვენახსა თუ ხეხილის ბაღს.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იყო საკმაოდ მძიმე სტიქია კახეთში, 5 000 ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა. დაზიანდა ძალიან ბევრი ვენახი, ხეხილის ბაღი. ჩემი დავალებით, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იყო ადგილზე ჩასული, ასევე რეგიონის ხელმძღვანელი. გუბერნატორებთან ერთად შეიქმნა ოპერატიული შტაბი და ადგილზე გადაუწყვიტეს ჩვენს მოსახლეობას, მოუგვარეს პრობლემა. კერძოდ, დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში, საფერავში – ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში სამი ათას ლარს გადავუხდით. ასევე მინდა ვთქვა, რომ ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო საკუთარი ხარჯით აღუდგენს, ჩვენ თვითონ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად იოლად გადავიტანოთ ეს პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.