ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავენ სამეგრელოს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავენ სამეგრელოს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დღეს სამეგრელოს რეგიონში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

შეხვედრები მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან ხობში, სენაკსა და ფოთში გაიმართება.

პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე ამომრჩეველს უკვე შეხვდნენ მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში.