ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთსა და იმერეთში შეხვდებიან
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთსა და იმერეთში შეხვდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

პარტიის პრესამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე 23 ოქტომბერს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

შეხვედრები მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან ცაგერში, წყალტუბოში, ქუთაისსა და ბაღდათში გაიმართება.