ირაკლი ღარიბაშვილი და დავით ზალკალიანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ
ირაკლი ღარიბაშვილი და დავით ზალკალიანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ორბელიანების სასახლე დატოვეს. მათ მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ირაკლი ღარიბაშვილი და დავით ზალკალიანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. უცნობია, რა საკითხზე ისაუბრეს მთავრობის წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების საკითხზე დღეს „ქართული ოცნების“ წევრებს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ კანონპროექტზე ოპოზიციის წარმომადგენლები ვეტოს დადებას ითხოვენ.