ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა ისტორიამ ჩამოგვაყალიბა ძლიერ, ამაყ და გამძლე ერად, რომელიც გახსნილია მსოფლიოსთვის და ეძებს გზებს წინ წასასვლელად
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა ისტორიამ ჩამოგვაყალიბა ძლიერ, ამაყ და გამძლე ერად, რომელიც გახსნილია მსოფლიოსთვის და ეძებს გზებს წინ წასასვლელად

ჩვენმა ისტორიამ ჩამოგვაყალიბა ძლიერ, ამაყ და გამძლე ერად, რომელიც გახსნილია მსოფლიოსთვის და ეძებს გზებს წინ წასასვლელად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე ქართველი ხალხი ახალ გამოწვევებს ყოველთვის თვალს უსწორებდა.

„ქართველი ხალხის სახელით მაქვს პატივი მოგმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას. საკუთარი წუხილის გასაზიარებლად და მოსაზრებების გამოსახატად, ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, ყველა წევრ სახელმწიფოს ეძლევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან ეს პლატფორმა.

დღეს, თანამშრომლობისა და გლობალური ჩართულობის ჩვეული ქართული სულისკვეთება შემომაქვს, რაც ჩვენს ქვეყანას ამოძრავებდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებისას, ოცდაათი წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფო შეიძლება ახალგაზრდა იყოს, თუმცა ჩვენი ფასეულობები და ტრადიციები ძირძველია. მრავალი მღელვარე მოვლენა გამოვიარეთ, გადავრჩით და განვვითარდით მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე.

ჩვენმა ისტორიამ ჩამოგვაყალიბა ძლიერ, ამაყ და გამძლე ერად, რომელიც გახსნილია მსოფლიოსთვის და ეძებს გზებს წინ წასასვლელად. საქართველო ის თვითნაბადი ალმასია, რომელსაც წახნაგების გამოკვეთა სჭირდება ქვეყნის სრული  პოტენციალის საჩვენებლად.

ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე – სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს და ჩრდილოეთი სამხრეთს – ჩვენ ყოველთვის ვუსწორებდით თვალს ახალ გამოწვევებს – ყოველ ცალკეულ ჯერზე ჩვენი წარსულის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.